ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე რეგიონში პირველი ადრონული თერაპიის ცენტრის

დასაარსებლად “ქართუ” ფონდმა 40 მილიონი ევროს ქველმოქმედება განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

,,საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, ფონდი “ქართუს” გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორ ალექსანდრე თევზაძესთან, ფონდ “ქართუს” წარმომადგენლებთან ვახტანგ ცაგარელთან და ირაკლი კაცაძესთან ერთად ლიონში (საფრანგეთში) პროტონული თერაპიის საერთაშორისო სიმპოზიუმში (ISOP 2020) მიიღო მონაწილეობა, სადაც საფრანგეთსა და ევროპის ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში, რადიაციული თერაპიის თანამედროვე მეთოდების განვითარების საკითხებზე იმსჯელეს. მათ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტი და მისი მნიშვნელობა განიხილეს.”- წერია განცხადებაში. 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე რეგიონში პირველი ადრონული თერაპიის ცენტრი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელ კომპანიასთან IBA (Ion Beam Applications S.A.)პარტნიორობით დაფუძნდება და მას  საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” დააფინანსებს.

წყარო: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *