ჩინეთიდან ჩამოფრენილი 34 მოქალაქე მესამე დღეა საჩხერის სამედიცინო ცენტრთან

არსებულ სასტუმროში რჩება. საჩხერის სამედიცინო ცენტრის კლინიკური მენეჯერის მაია ხელაძის განმარტებით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არც ერთ მათგანს საეჭვო სიმპტომატიკა არ გამოვლენია.

“რამდენიმე მათგანს ტემპერატურა 37.1 დაუფიქსირდა, თუმცა, ყოველგვარი ჩარევის გარეშე მეორეჯერ შემოწმების დროს აღარ გამოვლენიათ. ყველა მათგანს ინსტრუქციები გავაცანით, აქვთ ინდივიდუალური თერმომეტრები და ჩვენც მონაცემებს ვამოწმებთ. რაიმე სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, გადავიყვანთ კლინიკაში,”-განაცხადა მაია ხელაძემ.

ჩინეთიდან ჩამოფრენილი მგზავრები სასტუმროში 14 დღეს გაატარებენ. 34 მგზავრს შორისაა 23 ქალი, დედა ორი ბავშვით და რვა მამაკაცი.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *