ჩინეთიდან ჩამოყვანილმა სამმა მოქალაქემ საჩხერის სამედიცინო ცენტრთან

არსებული სასტუმრო დატოვა. საჩხერის სამედიცინო ცენტრის კლინიკური მენეჯერის მაია ხელაძის განმარტებით, პაციენტები თვითიზოლაციას თავადვე უზრუნველყოფენ. მისივე განცხადებით, სამივე მოქალაქის საცხოვრებელი სახლი უკვე გადამოწმდა და მათი თვითიზოლაციაში გადაყვანის ნებართვა ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გასცა.

“ჩამოსვლის დღიდანვე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ჰქონდა 8 ადამიანის სია, რომლებიც ითხოვდნენ, რომ თვითიზოლაციას თავადვე უზრუნველყოფდნენ. გადამოწმდა ამ პაციენტების ბინები და მიეცათ თანხმობა. ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ნებართვით სამი ადამიანის გადაყვანა თვითიზოლაციაში მოხდა. დანარჩენი 5 ადამიანი მათივე სურვილით ისევ სასტუმროში რჩება,”-ამნობს მაია ხელაძე.

საჩხერეში, სასტუმროში 31 მოქალაქე რჩება. მაია ხელაძის თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და პაციენტებს საეჭვო სიმპტომატიკა არ უფიქსირდებათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *