იტალიიდან სპეციალური რეისით ჩამოყვანილი 97 მგზავრი საკარანტინო პერიოდს

წყალტუბოში გაივლის. მოქალაქეები წყალტუბოში ერთ-ერთ სასტუმროში არიან მოთავსებული. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის თქმით, მათ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ. 

,,97 ადამიანი გადმოიყვანეს წყალტუბოს ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც მოხდა მათი განთავსება იზოლირებულ ადგილას. ყოფილი სამხედრო სანატორიუმის ტერიტორიაზე. ადამიანები არიან აბოსლიტურად ჯანმრთელები. არ აქვთ არანაირი სიმპტომები. თუ კი დაფიქსირდება რაიმე სიმპტომები, რომლებიც დამახასიათებელი შეიძლება იყოს კორონავირუსული ინფექციის, მოხდება შესაბამისი მექანიზმების ჩართვა უკვე და შესაბამის სტაციონარში მკურნალობა”.- განაცხადა გოჩა გიორგიძემ. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *