დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში

კორონავირუსზე პირველი ტესტები უკვე ჩაატარეს. 8 პაციენტის ანალიზების პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა. პაციენტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელი, გოჩა გიორგაძე აცხადებს, რომ ამ დროისათვის ლაბორატორიაში კიდევ 2 პაციენტის ანალიზებია შესული. ელოდებიან კიდევ 6 ლაბორატორიული ნიმუშის მიღებას. 

გოჩა გიორგაძის განმარტებით, უარყოფით ანალიზების პასუხებს გადამოწმება არ დასჭირდება, ხოლო დადებითი პასუხის შემთხვევაში ნიმუშები კიდევ ერთხელ შესამოწმებლად ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნება.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *