ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსისაგან

გამოჯანმრთელებულმა პირველმა პაციენტმა უკვე დატოვა. ახალგაზრდა კაცს ტესტი განმეორებით ჩაუტარდა, რამაც ურყოფითი შედეგი აჩვენა.

გამოჯანმრთელებული პაციენტი კლინიკიდან ექიმებმა და მედპერსონალმა ემოციებით გააცილეს.

პაციენტი საკარანტინო ზონიდან კლინიკაში 26 მარტს მოათავსეს. მას ტემპერატურა, ყელის ტკივილი, გემოსა და ყნოსვის შეგრძნების დაქვეითება აღენიშნებოდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *