სოფელ ღვანკითში, რომელიც კორონავირუსის გამო ჩაიკეტა, დღეს

მარაგის სახით რამდენიმე ტონა პურის ფქვილი, შაქარი და სხვა პირველადი მოხმარების პროდუქტები შეიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ავრცელებს. ზვიად შალამბერიძე და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოგიაშვილი სოფელ ღვანკითში იმყოფებოდნენ. ისინი არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ და დაინტერესდნენ, თუ როგორ მუშაობს სასურსათო მაღაზიები.

გარდა ამისა, ზვიად შალამბერიძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივები აქტიურად არიან ჩართული საგაზაფხულო სამუშაოებში. სახელმწიფო რწმუნებულმა პირადად მოინახულა ოჯახები, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ატარებენ. 

სოფელი ღვანკითი კორონავირუსის გამო 24 საათზე მეტია ჩაკეტილია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *