ქუთაისში ჩხობაძის კლინიკის მედ პერსონალი კუთვნილი ხელფასის მიღებას ითხოვს.

მათ დღეს საპროტესტო აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ 4 თვეა 300-მდე თანამშრომელს ხელფასები არ აუღია. აქციის მონაწილეების თქმით, მას შემდეგ, რაც კლინიკა ცხელების ცენტრად გადაკეთდა კოვიდ 19-ს პერსონალი ადგილზე ევრძვის, ხოლო მათი ნაწილი სამუშაოდ წყალტუბოს საკარანტინო სივრცეში გაგზავნეს, თუმცა, დაპირებული ანაზღაურება მათთვის არავის მიუცია.

“ცხელების ცენტრში 90 თანამშრომელი ვართ, წყალტუბოში კი 16 კაცი გაგვგზავნეს. თანამშრონლების ნაწილი სახლში გაუშვეს. 4 თვეა წყალტუბოში დავდივარ, თუმცა ანაზღაურება არ მიმიღია. ვრეკავდით ცხელების ცენტრში, თუმცა რეაგირება არავის ჰქონია. ყველანაირად შეურაცხყოფილები ვართ. საარჩევნოდ ბროშურების გაკეთებას ექთნებს მოგვხედონ. ჩვენთვის არც ტაში აღმოჩნდა და არც მადლობა. ვგრძნობთ, რომ ქვეყნისთვის საჭირო არ ვართ,”-ამბობს აქციის მონაწილე სალომე გაბელია.

აქციას პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე გოგი წულაია შეუერთდა. მისი თქმით, აქციის მონაწილეები კოვიდ 19-თან ბრძოლაში გმირულად შრომობდნენ, თუმცა, მათს შრომას სახელმწიფო არ აფასებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *