ქუთაისში ჩხობაძის კლინიკის მედ პერსონალი, რომელთაც ერთი კვირის წინ აქცია გამართეს, კუთვნილი

ანაზღაურების მიღებას კვლავ ელოდება. თანამშრომლების ნაწილს თანხა ჩაერიცხა, თუმცა როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს” განუცხადეს, ეს არა ხელფასი არამედ პრემიის ნაწილია, რაც დაპირებულზე გაცილებით ნაკლებია. აღნიშნული თანხაც თანამშრომლების მხოლოდ ნაწილმა მიიღო.

,,პრემიების ნაწილი რა პრინციპით დაარიგეს არ ვიცით. ეს არის აპრილის თვის პრემიის ნაწილი. ხელფასის 50 პროცენტს ვარაუდობდნენ და ესეც არ არის. ზოგს ესეც არ დაერიცხა. ვარკვევთ ახლა რა მოხდა. ვამზადებთ ხელწერილებს და სავარაუდოდ ორ დღეში უნდა გაირკვეს.”- – ამბობს ამბობს სალომე გაბელია. 

კლინიკის დირექტორი, გოგიტა ბაბუნაშვილი ამბობს, რომ საკითხის გარკვევა მიმდინარეობს. 

,,თავდაპირველი აქციის შემდეგ მქონდა საუბარი ჯანდაცვის რეგიონულ ცენტრთან, თანამშრომლები დავიბარე, ცენტრის ხელმძღვანელი ჩამოსული იყო და მან აღუთქვა თანამშრომლებს, რომ თანხების ჩარიცხვა მოხდებოდა. დღესაც უნდა ვესაუბრო ცენტრს. რაც არის ჩემზე დამოკიდებული ყველანაირად დავეხმარები ამ ხალხს”.- განაცხადა ბაბუნაშვილმა. 

მას შემდეგ, რაც კლინიკა ცხელების ცენტრად გადაკეთდა და თანამშრომლებთან ახალი შრომითი ხელშეკრულებებიც არ გაფორმებულა, რაც თანამშრომლების თქმით შეცდომაა.

რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში რადიო ,,ძველი ქალაქის” კითხვებს არ პასუხობენ. 

მას შემდეგ, რაც ჩხობაძის კლინიკა ცხელების ცენტრად გადაკეთდა, 4 თვეა 300-მდე თანამშრომელს ხელფასები არ აუღია. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *