ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს 5 ახალი ავტომობილი გადაეცა

ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა 5 ახალი ავტომობილი გადასცა.

ქუთაისის სასწრაფო დახმარების მედპერსონალს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ესტუმრა. მინისტრმა თანამშრომლებს ახალი ავტომობილების გადაცემა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან და იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან ერთად მიულოცა. მისი თქმით, ახალი ავტომობილები სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით. შეხვედრაზე ეკატერინე ტიკარაძემ ქვეყანაში გადაუდებელი დახმარებისხარისხის გაზრდასა და თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა მედპერსონალს მათ მიერ გაწეული სამსახურისა და პროფესიული თავდადებისთვის.

"ქუთაისს გადავეცით 5 ავტომობილი, რომლებიც არის ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი. მათი ტექნიკური მონაცემები წინა მანქანების ტექნიკური მონაცემებისგან განსხვავდება და მათში შექმნილია ყველა ის პირობა, რომელიც ესაჭიროება პაციენტს სასწრაფო გადაუდებელი დახმარებისთვის. ასევე, შექმნილია ყველა საჭირო კომფორტი ექიმებისთვის. გარდა ქუთაისისა, ვგეგმავთ მთელი საქართველოს მასშტაბით ავტოპარკის ინტენსიურად ჩანაცვლებას. თქვენ იცით, რომ გვქონდა დიდი პრეზენტაცია თბილისში, სადაც წარვადგინეთ 60 სასწრაფო დახმარების მანქანა, რომლებიც გადაეცემა ყველა რეგიონს საჭიროებისამებრ,"-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების
11:26 / 06.08.2020
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების ერთი
11:21 / 30.07.2020
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების ერთი
სამტრედიაში კიბოს უფასო სკრინინგ პროგრამა ხორციელდება.
კვლევას ეროვნული სკრინინგ ცენტრის
11:28 / 28.07.2020
სამტრედიაში კიბოს უფასო სკრინინგ პროგრამა ხორციელდება. კვლევას ეროვნული სკრინინგ ცენტრის
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი პაციენტი
12:30 / 27.07.2020
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი პაციენტი
ქუთაისში კოვიდინფიცირებული ქალის კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს.
დაავადებათა კონტროლის
13:02 / 23.07.2020
ქუთაისში კოვიდინფიცირებული ქალის კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლის
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 19 - 31 °C
img
ქუთაისი 21 - 26 °C
img
ბათუმი 21 - 26 °C
img
სოხუმი 19 - 28 °C
img
ფოთი 22 - 27 °C
img
თელავი 20 - 29 °C
img
მესტია 9 - 17 °C
img
ზუგდიდი 19 - 26 °C
img
ბორჯომი 16 - 23 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"კანონის მოთხოვნების დაცვით არის მშენებლობის პარამეტრები და მოცულობა"
რუსთაველის ხიდთან კონსტრუქციის მშენებლობა კანონის მოთხოვნების დაცვით
13:11 / 15.07.2020
მესხიშვილის თეატრი სეზონს თეატრის კიბეებზე დახურავს
მესხიშვილის თეატრი სეზონს თეატრის კიბეებზე დახურავს. ღია სივრცეში მაყურებელი
16:13 / 15.07.2020
ადიდებული მდინარე რიონი (კადრები ქუთაისიდან)
ძლიერი წვიმების შედეგად მდინარე რიონი ადიდდდა.
09:48 / 29.07.2020
პოლიტიკის სიახლეები
საქართველოში პოლიტიკური რეკლამირების ბიბლიოთეკამ ფუნქციონირება დაიწყო
17:07 / 07.08.2020
საქართველოში პოლიტიკური რეკლამირების ბიბლიოთეკამ ფუნქციონირება დაიწყო.
"აგვისტოს ომი არის ის ტრაგიკული მოვლენა, რომლის შედეგებსაც ჩვენი ქვეყანა კვლავ იმკის" - თეა წულუკიანი
16:20 / 07.08.2020
ქუთაისში ვიზიტის დროს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან აგვისტოს
ქუთაისში  შშმ პირთა შესახებ კანონის პრეზენტაცია გაიმართა
16:04 / 07.08.2020
ქუთაისში იუსტიციის მინისტრი დასავლეთ საქართველოში შშმ პირების საჭიროებეზე მომუშავე ორგანიზაციების
რა დახმარებას სთავაზობს მთავრობა სტუდენტებსა და 17-წლამდე ახალგაზრდებს
12:37 / 06.08.2020
საქართველოს 17 წლამდე მოქალაქეები ერთჯერად 200 ლარიან დახმარებას