დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის

ცენტრში კარანტინი გამოცხადდა. დაკეტილია B ბლოკი. კორონავირუსი რეანიმაციის თანამშრომელს დაუდასტურდა, რომელიც შაბათს, 5 სექტემბერს თბილისში, სადღესასწაულო სუფრაზე იმყოფებოდა. როგორც ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ანჟელა ორჯონიკიძემ რადიო “ძველ ქალაქს” უთხრა, მიმდინარეობს ყველა კონტაქტის მოძიება.

“ექიმს, რომელმაც კოვიდ ტესტირება ჩაიტარა დადებითი შედეგი დაუდგინდა. ჰოსპიტალში გამოვლენილია ახლო და ირიბი კონტაქტები. მათ შორის უახლესი 16 კონტაქტი, ხოლო ირიბი 100-ზე მეტი. დილის 7 საათიდან 300 თანამშრომელს და პაციენტს უტარდებათ კოვიდ კვლევები. შედეგები ხვალ დილისთვის გახდება ცნობილი. 

კოვიდისგან გამოწვეული ეპიდსიტუაციის გამო, სხვადასხვა განყოფილებებს შორის მკაცრადაა დაცული ზონირება, პაციენტების ნაკადებისა და სამედიცინო პერსონალის ერთმანეთთან შემხებლობა მინიმუმამდეა დაყვანილი. ექიმს შემხებლობა არ ჰქონდა ჰოსპიტლის C ბლოკთან, სადაც ნეონატალური და სამეანო განყოფილებებია განთავსებული,”-აცხადებენ კლინიკაში.

ინტერვენციული მედიცინის ცენტრში 800-მდე თანამშრომელი მუშაობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *