ბოლო 24 საათში ქუთაისში კოვიდ 19-ის 14 ახალი შემთხვევა

დაფიქსირდა. იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ყველა შემთხვევა 32-ე საჯარო სკოლას უკავშირდება. 

არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა ქუთაისს ცენტრალურ ბულვარში არსებულ საველე ლაბორატორიაში. 

“ამ დღეებში გადავხედავთ დინამიკას და თუ საჭიროება აღარ იქნება, ავიღებთ კარავს და გავაგრძელებთ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას. ფაქტიურად, ყველა კონტაქტი ვიცით. ვინ სად ცხოვრობს, ვინ იზოლაციაშია და ა.შ,”-განაცხადა ზვიად შალამებრიძემ.

ქუთაისის მასშტაბით კოვიდინფიცირებულებს 3 კლინიკა ემსახურება. გუბერნატორის ინფორმაციით, კლინიკებში ჯამში 70 პაციენტია განთავსებული. ინფიცირებულები განაწილებული არიან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში, კლინიკურსა და კლინიკა “ბომონდში”.

გუშინ კოვიდ 19-ზე ქუთაისში 895 ტესტი ჩატარდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *