დღეიდან ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში არსებული საველე

ლაბორატორია აღარ იფუნქციონირებს. ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. მისი თქმით, ყველა რისკ ჯგუფი, მათ შორის პედაგოგები, გამოკვლეულია და კარვის საჭიროება დღის წესრიგში აღარ დგას.

“ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ კარავი დღეიდან აღარ იმუშავებს, ვინაიდან ის რისკ ჯგუფები, რომლებსაც ჩვენ ვაცხადებდით, ის პედაგოგები, რომლებსაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში აჭარაში ჰქონდათ მოგზაურობის ისტორია, მთლიანად გამოვიკვლიეთ. დღეიდან კარავი ბულვარში აღარ იქნება,”-განაცხადა გუბერნატორმა.

ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში გუშინ 70-მდე ნიმუში აიღეს. 

დღეს ქუთაისში ვირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *