ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას

50 პაციენტი აგრძელებს. კლინიკა დატოვა ერთმა გამოჯანმრთელებულმა. 50 პაციენტიდან ნაწილი გურიის, აჭარისა და ქუთაისის კლასტერია.

7 პაციენტს პნევმონია აღენიშნება. დანარჩენების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.  შედარებით მძიმეა ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც სოხუმიდანაა. კლინიკის ინფორმაციით, 69 წლის კაცს აქვს სუნთქვის უკმარისობა, პნევმონია და თანმხლები დაავადებები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *