ქუთაისში, კლინიკა “ბომონდს” 16 ახალი პაციენტი

დაემატა. პაციენტები სამედიცინო დაწესებულებაში აჭარიდან გადმოიყვანეს. კლინიკის სტაციონარში მოთავსებულ პაციენტებს შორის 12 ბავშვი და ორი ორსულია. კლინიკის ინფორმაციით, პაციენტებიდან რამდენიმეს აღენიშნება პნევმონია. მართვით სუნთქვაზე იმყოფება აჭარის ხანდაზმულთა პანსიონატიდან გადმოყვანილი ერთ-ერთი ხანდაზმული, 78 წლის ქალი, რომელსაც თანხმლები დაავადებები აქვს.

კლინიკაში ასევე იმყოფება კორონავირუსზე 5 საეჭვო პაციენტი, რომლებიც ინფიცირებულების კონტაქტებს წარმოადგენენ. აღნიშნულ პირებს უკვე ჩაუტარდათ ლაბორატორიული კვლევა და ამ ეტაპზე კვლევის შედეგებს ელოდებიან.

“კლინიკა ბომონდში” დადასტურებული კოვიდ 19-ით ამ დროისათვის 52 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *