ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას 61 კოვიდინფიცირებული

პაციენტი აგრძელებს. აქედან 29 ბავშვია, ხოლო 32 მოზრდილია. კლინიკის ინფორმაციით, 14 პაციენტს პნევმონია აღენიშნება. ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ერთი ქალია, რომელსაც თანმდევი ქრონიკული დაავადებები აღენიშნება, ხოლო მეორე აფხაზეთიდან გადმოყვანილი კაცი, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება. კლინიკაში აცხადებენ, რომ არასრულწლოვნები ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი მსუბუქ პაციენტებად ითვლებიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *