ბაღდათის მუნიციპალიტეტში, კურორტ საირმეში, კოვიდ 19-ის შემთხვევები

დაფიქსირდა. იმერეთის გუბერნატორის ინფორმაციით, ვირუსი ერთ-ერთ მცირე სასტუმროში მყოფ დამსვენებლებს დაუდასტურდათ. მისივე განმარტებით, ყველა მათგანი წყალტუბოს საკარანტინო ზონაშია გადაყვანილი.

“ყველა წყარო ცნობილია, ყველა კონტაქტი გამოვლენილია და გადაყვანილია კარანტინში. იმერეთში სიტუაცია თავიდან ბოლომდე კონტროლირებადია,”-განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

იმერეთში დღეს ვირუსის 26 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა ერთი პაციენტი.

იმერეთის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას დაახლოებით 135 პაციენტი გადის.

ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთში კორონავირუსზე 832 ტესტი ჩატარდა.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *