ქუთაისში, კლინიკა ბომონდში კოვიდ 19-ით გარდაცვლილი კიდევ

ერთი პაციენტი ბათუმიდან იყო. კლინიკის ინფორმაციით, 77 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. პაციენტი კლინიკაში დადასტურებული კოვიდინფექციით ბათუმის რეფერალური საავადმყოფოდან 20 სექტემბერს შეიყვანეს. “ბომონდში” აცხადებენ, რომ პაციენტს ასევე თანმდევი დაავადებები ჰქონდა.

“პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შემოყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი. აღენიშნებოდა გულის იშემიური დაავადება, ორმხრივი მწვავე პნევმონია, თავის ტვინის ქერქის ატროფია, დაუზუსტებელი მწვავე ინსულტი, ქრონიკული უკმარისობის მეოთხე ფუნქციური კლასი და შაქრიანი დიაბეტი. მაშინვე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა, თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა,”- ამბობს “კლინიკა ბომონდი”-ს კლინიკური მენეჯერი, მამია ყიფიანი.

ბომონდის კოვიდცენტრში ამ დროისათვის 83 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს. მათ შორის 15 ბავშვი, 8 ორსული და 1 მელოგინეა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მძიმედ ფასდება აჭარის ხანდაზმულთა პანსიონატიდან გადმოყვანილი ხანდაზმული ქალის მდგომარეობა.

კლინიკაში კოვიდ 19-ით გუშინ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *