ქუთაისის მესამე სამშობიარო სახლის გენერალური

დირექტორის, დარეჯან შავიშვილისთვის თანამშრომლების პროტესტი გაუგებარია. მისი თქმით, კლინიკის დახურვაზე საუბარი არ არის და ის დროებით კოვიდცენტრად გადაკეთდება. შავიშვილი ამბობს, რომ მათი თანხმობის შემთხვევაში თანამშრომლები პროფესიონალური მოვალეობის შესრულებას გააგრძელებენ და კლინიკა კოვიდინფიცირებულ ორსულებსაც მიიღებს.

“ეს სჭირდება ქვეყანას და ეს არის დროებითი და არანაირ დახურვაზე საუბარი არ არის. მე მივაღწიე იმას, რომ კოვიდცენტრთან ერთად, ეს ყოფილიყო კოვიდსამშობიარო, რადგან მათ უნდოდათ, რომ არ შეწყვეტილიყო მათი პროფესიონალური სამსახური. მივიღებდით მხოლოდ კოვიდინფიიცრებულებსა და კოვიდმშობიარეებს. ყველა ექთანს ექნება სამსახური, მაგრამ მათ უარი განაცხადეს, რომ არ უნდათ კოვიდინფიცირებულებთან მუშაობა. როდესაც სამედიცინო სისტემაში მუშაობ ადამიანი, აქ არჩევითობის უფლება არა გაქვს, იმიტომ რომ უნდა იმუშავო იქ, სადა საჭიროა,”-განაცხადა დარეჯან შავივილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *