იმერეთში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა

დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა. აღნიშნული მაჩვენებლით იმერეთი კოვიდ 19-ის შემთხვევების რაოდენობით მესამე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევა- 225 აჭარაში ფიქსირდება, შემდეგ კი 35 თბილისში.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 5 866-მდე გაიზარდა. 

გამოჯანმრთელდა 270 პაციენტი და ჯამში გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 2324-ს შეადგენს.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის ნონა ეფაძის განცხადებით კი, კორონავირუსით გარდაცვლილი 33-ე პაციენტი 55 წლის ქალია. ქალს თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *