საჩხერის სამედიცინო ცენტრში კოვიდ 19-ით ერთი პაციენტი

გარდაიცვალა. კლინიკის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის განცხადებით, პაციენტი მათს კლინიკაში ქუთაისიდან გადაიყვანეს. 65 წლის კაცს ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა.

“65 წლის მამაკაცი გადმოყვანილი იქნა 26 სექტემბერს, 23:15 წუთზე ქუთაისიდან ჩვენს კლინიკაში, როდესაც მას უკვე დადასტურებული ჰქონდა კოვიდ 19-ის დიაგნოზი. გადმოყვანილი იყო ქრონიკული დაავადებებით. მას ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი აღენიშნებოდა. ასევე, აღენიშნებოდა რენდგენოლოგიურად მსუბუქი პნევმონია. დღეს დილით, 10:00 საათზე, საჭირო გახდა რეანიმაციული ღონისძიებები, თუმცა ამ ღონისძიებების მიუხედავად გარდაცვალების შედეგი დადგა,”-განუცხადა რადიო “ძველ ქალაქს” საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *