ქუთაისში კოვიდ 19 კიდევ ერთი “ოქროს ბირჟაზე” დაფიქსირდა. იმერეთის გუბერნატორის

თქმით, ინფიცირებულია თანამშრომლების 70%. ამ დროისათვის ობიექტი დახურულია.

“ძირითადად არიან ის ადამიანები, რომლებზეც ჩვენ უკვე გვქონდა ინფორმაცია. არიან წინა ინფიცირებულების კონტაქტები, რომლებიც უკვე თვითიზოლაციაში იმყოფებიან და უკვე გაიტესტენ,”-განაცხადა ზვიად შალამბერიძემ. 

შალამბერიძის თქმით, ვირუსის ძირითადი გამავრცელებელი არის დიდი სავაჭრო ცენტრები, თუმცა, ამ ეტაპზე მათი დახურვა არ იგეგმება. 

ახალი შემთხვევების ნაწილი დაფიქსირდა ასევე იმერეთის მუნიციპალიტეტებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *