თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, თენგის

ცერცვაძე ქუთაისში კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ მედ პერსონალსა და კოვიდინფიცირებული პაციენტების მიმღები კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა. მისი თქმით, შეხვედრის მთავარ მიზანს იმ სამედიცინო დაწესებულებებისათვის გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს, რომელთაც ყველაზე მეტი კოვიდინფიცირებული ჰყავს. 

“ჩვენ დავდივართ სხვადასხვა ქალაქში. კლინიკები ნელ-ნელა იძენენ გამოცდილებას. ქუთაისის კლინიკებს უკვე აქვთ კარგი გამოცდილება და უკვე ჩამოყალიბდნენ მაღალი დონის კლინიკებად, მაგრამ კოვიდი ისეთი ვერაგი ინფექციაა, რომ მსოფლიოში ის ვერავინ გამოიცნო. ვუზიარებთ მათ იმ გართულებებს, რომლებიც ზოგჯერ ვითარდება. ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ შევამციროთ სიკვდილიანობის შემთხვევები,”-განაცხადა თენგის ცერცვაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში კოვიდ 19-ით გარდაცვალების მაჩვენებელი დაბალია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *