იმერეთში კოვიდ 19-ის 104 შემთხვევიდან ქუთაისში 68 ახალი

შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, შემთხვევების უმეტესობა უკვე არსებული დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია. 

“სიტუაცია საყურადღებოა, მაგრამ არ არის საგანგაშო, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ვაკონტოლებთ ინფიცირებულების კონტაქტებს და ისინი უკვე იზოლირებული არიან და ნაწილი კარანტინში იმყოფება,”-განაცხადა ზვიად შალამბერიძემ. 

ამ დროისთვის კოვიდკლინიკებში 530 პირია მოთავსებული, ხოლო კოვიდსასტუმროში 200-მდე, 2800-მდე პირი თვითიზოლაციაშია. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *