იმერეთში კოვიდსასტუმროებისა

და კოვიდკლინიკების რაოდენობა იზრდება. ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. მისივე თქმით, დღეს ქუთაისს უკვე დაემატა 35 ნომრიანი კოვიდსასტუმრო. კოვიდკლინიკები დაემატება ქუთაისში, ზესტაფონსა და ხარაგაულში.

ამ დროისთვის კოვიდსასტუმროებში 200-მდე ადამიანი იმყოფება. კლინიკებში არსებული 600 საწოლიდან 501 დაკავებულია.

დღეს იმერეთში ვირუსის 99 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *