იმერეთს კიდევ ერთი 50-ნომრიანი კოვიდსასტუმრო

დაემატება, სადაც უსიმპტომო პაციენტებს ჩაუტარდებათ მკურნალობა ექიმების მეთვალყურეობით.  ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა, ზვიად შალამბერიძემ სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

გუშინ ქუთაისში ფუნქციონირება დაიწყო 35 ნომერზე გათვლილმა კოვიდსასტუმრომ. 

გუბერნატორის განცხადებით, გაიზრდება კოვიდკლინიკების რაოდენობაც. კოვიდკლინიკები დაემატება ქუთაისში, ზესტაფონსა და ხარაგაულში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *