იმერეთში კორონავირუსით 4 პაციენტი

გარდაიცვალა. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა. მისივე თქმით, იმერეთში ვირუსის 320 ახალი შემთხვევა დადასტურდა. თვითიზოლაციაში კი 4072 პირი იმყოფება.

დღეს საქართველოში ვირუსის 1731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 33858-მდე გაიზარდა. კორონავირუსისგან კიდევ 2197 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 15 პაციენტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *