კოვიდ 19-ის გამო, დღეიდან საქართველოში

დამატებითი რეგულაციები ამოქმედდება. ქუთაისში და სხვა დიდ ქალაქებში 22:00 საათიდან კომენდანტის საათი დაწესდება. გადაადგილებაზე შეზღუდვა დილის 05:00 საათამდე გაგრძელდება. შეზღუდვები გავრცელდება როგორც ქვეითად მოსიარულეებზე, ასევე ტრანსპორტით გადაადგილებაზე.

შეზღუდვა არ იმოქმედებს საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე და იმ პირებზე და მათ საავტომობილო საშუალებებზე, რომლებიც გადაადგილდებიან სტრატეგიული ობიექტების ფუნქციონირებისთვის, ასევე სამედიცინო დაწესებულებების, ფარმაცევტული დაწესებულებების, მედია დაწესებულებების და მიტანის სერვისის უზრუნველსაყოფად.

კოვიდ 19-ის გამო ახალი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების შესახებ ცნობილი 7 ნოემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *