ქუთაისში, “ბომონდი”-ს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში

კორონავირუსისგან 15 დღის ჩვილი გამოჯანმრთელდა. ჩვილი 4 დღის იყო, როდესაც მას კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა. კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტი 11 დღის განმავლობაში მკურნალობდა.

ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 26 დღის ჩვილს მკურნალობენ.

“ჩვილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში დედასთან ერთად, სახლიდან ხუთი დღის წინ შეიყვანა. ახალშობილი დედის კონტაქტს წარმოადგენდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია,”-აცხადებენ “ბომონდში”.

კლინიკაში კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომებით 4 ჩვილია მოთავსებული. მათი ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაში კვლევისთვის არის გაგზავნილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *