იმერეთში კორონავირუსის 562 ახალი შემთხვევა დადასტურდა
იმერეთში კორონავირუსის 562 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დაფიქსირდა გარდაცვალების 6 შემთხვევა. იმერეთის საავადმყოფოებში 1 175 პირი მკურნალობს. მძიმე პაციენტია 177. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 30 პირი იმყოფება. 313 ადამიანია მოთავსებული იმერეთის კოვიდსასტუმროებში. საკარანტინე სივრცეში 32​ მოქალაქე იმყოფება. თვითიზოლაციაშია 5 387 პირი.

გარდაცვლილი პაციენტებიდან 65 წლის კაცი ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მკურნალობდა. ის იმყოფებოდა აპარატზე. პაციენტი ქუთაისიდანაა და კლინიკაში 8 ნოემბერს ორმხრივი პნევმონიითა და გულის უკმარისობით შეიყვანეს.

კორონავირუსული ინფექციით "კლინიკა ბომონდი"-ს კოვიდცენტრში კი 69 წლის კაცი გარდაიცვალა. პაციენტი კლინიკაში 11 ნოემბერს, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დადასტურებული კოვიდ 19-ით შეიყვანა. პაციენტს კოვიდინფექციასთან ერთად, პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და ფილტვის შეშუპება აღენიშნებოდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 443 ახალი დადასტურებული შემთხვევა. დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობაა 89 395. გამოჯანმრთელდა 2 539 პირი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 71 468-მდე გაიზარდა .

დღეს 37 ადამიანი გარდაიცვალა. სულ დაფიქსირდა 815 გარდაცვალების შემთხვევა.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში კოვიდინფიცირებულ ორსულებს მხოლოდ
13:52 / 25.11.2020
ქუთაისში კოვიდინფიცირებულ ორსულებს მხოლოდ
იმერეთში კორონავირუსის 264 ახალი შემთხვევა
11:28 / 25.11.2020
იმერეთში კორონავირუსის 264 ახალი შემთხვევა
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 1 - 9 °C
img
ქუთაისი 1 - 8 °C
img
ბათუმი 6 - 11 °C
img
სოხუმი 4 - 11 °C
img
ფოთი 6 - 11 °C
img
თელავი 2 - 10 °C
img
მესტია -9 - -1 °C
img
ზუგდიდი 2 - 9 °C
img
ბორჯომი -3 - 4 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

ავარია ქუთაისში - ახალგაზრდობის გამზირზე ავტომობილი ხეს შეეჯახა.

01:11 / 30.10.2020
,,გაბედეს'' წევრებმა #59 საოლქო კომისიაში მეორე კლასის მათემატიკის წიგნი და საანგარიშო მიიტანეს

ქუთაისის #59 საოლქო კომისიის შენობაში  მოძრაობა ,,გაბედეს’’ წევრებმა მეორე კლასის მათემატიკის წიგნი და საანგარიშო მიიტანეს.

00:38 / 06.11.2020
პოლიტიკის სიახლეები
ქუთაისის ბიუჯეტში სარეზერვო ფონდსა და პანდემიის მართვის პროგრამას თანხები დაემატა
17:55 / 25.11.2020

ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტში პანდემიის მართვის პროგრამისთვის 53 ათასი ლარია გათვალისწინებული.