ქუთაისში, კლინიკა “ბომონდში” “გოლიათი” ახალშობილი

გაჩნდა. საკეისრო კვეთით დაბადებული მამრობითი სქესის ახალშობილი 5 კილოგრამს იწონის, ხოლო სიმაღლე 54 სანტიმეტრია.

კლინიკაში აცხადებენ, რომ “გოლიათის” დედა ქუთაისის მკვიდრია, რომელიც საავადმყოფოში 39 კვირის ორსული, დადასტურებული კორონავირუსით შეიყვანეს. პაციენტს აღენიშნებოდა ზოგადი სისუსტე და ტემპერატურის მატება. ჩვილი სრულიად ჯანმრთელია.

კლინიკაში მკურნალობის კურსს 32 ორსული და მელოგინე გადის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *