ქუთაისში, კლინიკა “ბომონდში” იმერეთის მუნიციპალიტეტებიდან

13 კოვიდდადებითი ორსული შეიყვანეს. ასევე, დადასტურებული ინფექციით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საცხოვრებელი ბინიდან შეიყვანა 12 დღის ჩვილი. მისი დაინფიცირება, სავარაუდოდ, დედას უკავშირდება. ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე საშუალო სიმძიმისაა.

“ორსულები, რომელთაც ახალი კორონავირუსული ინფექცია დადასტურებული აქვთ, მკურნალობის კურსს სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში გადიან. ამ დროისთვის კლინიკაში კოვიდდადებითი 40 ორსული და მელოგინეა მოთავსებული,”-აცხადებენ კლინიკაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *