იმერეთში კორონავირუსის 541 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთში კორონავირუსის 541 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 12 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა. 

მისივე განმარტებით, იმერეთის საავადმყოფოებში 1 179 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 169 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 26 პირი.

კოვიდსასტუმრობეში იმერეთის მასშტაბით მოთავსებულია 336 პირი, საკარანტინე სივრცეებში კი-26. თვითიზოლაციაშია 5 224 ადამიანი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 768 ახალი დადასტურებული შემთხვევა.


| Print |