იმერეთში კორონავირუსის 609 ახალი შემთხვევა

დადასტურდა. გარდაიცვალა 8 პაციენტი. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, იმერეთის საავადმყოფოებში 1 202 პაციენტი მკურნალობს. მძიმედ ფასდება 194 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 37 პირი. იმერეთის კოვიდსასტუმროებში მოთავსებულია 332 ადამიანი. საკარანტინე სივრცეშია 26 პირი. თვითიზოლაციაში იმყოფება 5 226 ადამიანი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *