ქუთაისში, კლინიკა “ბომონდში” თერჯოლის მკვიდრ

კოვიდინფიცირებულ ქალს ჯანმრთელი ჩვილი შეეძინა. ახალშობილი მამრობითი სქესისაა. მეან-გინეკოლოგ გიორგი სხილაძის განცხადებით, დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ.

კლინიკაში ნეონატოლოგიურ განყოფილებაში მკურნალობას 4 ჩვილი გადის. მათგან ყველაზე პატარა 9 დღის, ხოლო ყველაზე დიდი ერთი თვის ასაკის არის. ჩვილების ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დღეს იმერეთში კორონავირუსის 608 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *