იმერეთში კორონავირუსის 264 ახალი შემთხვევა დადასტურდა
იმერეთში კორონავირუსის 264 ახალი შემთხვევა
დადასტურდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან
არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ
განაცხადა. მისივე ინფორმაციით, იმერეთის საავადმყოფოებში 1 241
პაციენტი მკურნალობს. 214 მძიმე პაციენტად ითვლება. 42 მათგან
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
იმერეთის კოვიდსასტუმროებში 262 პირია მოთავსებული.
საკარანტინე სივრცეში იმყოფება 33 ადამიანი.
თვითიზოლაციაშია 4 951 პირი.
საქართველოს მასშტაბით ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია
ვირუსით ინფიცირების 3 071 ახალი დადასტურებული
შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 366 პირი. გარდაიცვალა 34
ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები