ქუთაისში 101 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა
ქუთაისში კორონავირუსი 101 წლის ქალმა დაამარცხა. პაციენტი ქუთაისიდანაა და ის მკურნალობის კურსს ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოში გადის. როგორც საავადმყოფოს კლინიკურმა და ადმინისტრაციულმა ხელმძღვანელმა, მაგდა კოსტავამ განაცხადა, თამარ ცხაკაძე სამედიცინო დაწესებულებაში 20 ნოემბერს შევიდა. კლინიკაში შეყვანისას პაციენტს საერთო სისუსტე, ტემპერატურა და სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა დასტაბილურებულია და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. 

"პაციენტთან მნიშვნელოვანი თანმხლები დაავადებები გამოხატული არ იყო. მისი ძირითადი რისკი იყო ასაკი. არის ძალიან აქტიური და დადებითად განწყობილი. სხვასაც მოუწოდებს გაძლიერდნენ და ამ მდგომარეობას გაუმკლავდნენ,"-განაცხადა მაგდა კოსტავამ.

კლინიკაში მკურნალობის კურსს 62 პაციენტი გადის. 

პაციენტის გაწერა ორ დღეში იგეგმება.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი -2 - 11 °C
img
ქუთაისი 8 - 14 °C
img
ბათუმი 11 - 14 °C
img
სოხუმი 9 - 15 °C
img
ფოთი 11 - 14 °C
img
თელავი 4 - 13 °C
img
მესტია -3 - 4 °C
img
ზუგდიდი 7 - 14 °C
img
ბორჯომი 0 - 8 °C
img