ქუთაისში კორონავირუსი 101 წლის ქალმა

დაამარცხა. პაციენტი ქუთაისიდანაა და ის მკურნალობის კურსს ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოში გადის. როგორც საავადმყოფოს კლინიკურმა და ადმინისტრაციულმა ხელმძღვანელმა, მაგდა კოსტავამ განაცხადა, თამარ ცხაკაძე სამედიცინო დაწესებულებაში 20 ნოემბერს შევიდა. კლინიკაში შეყვანისას პაციენტს საერთო სისუსტე, ტემპერატურა და სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა დასტაბილურებულია და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. 

“პაციენტთან მნიშვნელოვანი თანმხლები დაავადებები გამოხატული არ იყო. მისი ძირითადი რისკი იყო ასაკი. არის ძალიან აქტიური და დადებითად განწყობილი. სხვასაც მოუწოდებს გაძლიერდნენ და ამ მდგომარეობას გაუმკლავდნენ,”-განაცხადა მაგდა კოსტავამ.

კლინიკაში მკურნალობის კურსს 62 პაციენტი გადის. 

პაციენტის გაწერა ორ დღეში იგეგმება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *