ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთში კორონავირუსის

517 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსის სტატისტიკაში იმერეთი მეორე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები კი თბილისში გამოვლინდა. 

იმერეთის საავადმყოფოებში 1 240 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 217 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 39 პირი. კოვიდსასტუმრობეში 270 ადამიანია მოთავსებული. იმერეთის საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 35 პირი. თვითიზოლაციაშია 4 986 ადამიანი.

ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 216 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 937 პირი. გარდაიცვალა 37 პაციენტი. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *