იმერეთში კოვიდ 19-ის 392 ახალი შემთხვევა

დადასტურდა. 1-ლი დეკემბრის სტატისტიკაში კორონავირუსის გავრცელების კუთხით იმერეთი მესამე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისსა და აჭარაში დაფიქსირდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ახალი მონაცემების მიხედვით, იმერეთის საავადმყოფოებში 1 256 პაციენტი მკურნალობს. მძიმედ ფასდება 236 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 44 პაციენტი. კოვიდსასტუმროებში 266 ადამიანია მოთავსებული. საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 35 პირი, თვითიზოლაციაშია – 5 080​. 

ქვეყნის მასშტაბით ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 759 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 574 პირი. გარდაიცვალა 36 პაციენტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *