იმერეთში კორონავირუსის 708 ახალი შემთხვევა

გამოვლინდა. საავადმყოფოებში 1 357 პაციენტია მოთავსებული. მძიმეა 259 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 77 პაციენტი იმყოფება. კოვიდსასტუმროებში 370 პირი მკურნალობს. საკარანტინე სივრცეშია 28 მოქალაქე. თვითიზოლაციაშია 5 647 ადამიანი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით ვირუსის 4 570 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 3 045 პირი. გარდაიცვალა 43 ადამიანი.

ქვეყნის მასშტაბით შსს-მ რეგულაციების დარღვევის 790 ფაქტი გამოავლინა. გადაადგილების წესის დარღვევისათვის 53, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 737 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *