ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით

ექიმი გარდაიცვალა. 60 წლამდე ასაკის ქალი ქუთაისის მე-2 ახალ სამშობიარო სახლში მუშაობდა. 

ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, რუსუდან ჯიქიას ვირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. მათივე განცხადებით, გარდაცვლილს თანმდევი დაავადებები ჰქონდა.

რუსუდან ჯიქია მეორე სამშობიარო სახლში გინეკოლოგად მუშაობდა.

​​ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 79 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 5 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. 

იმერეთში ვირუსით გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირდა თერჯოლის კოვიდცენტრშიც. გარდაიცვალა 3 პაციენტი. კლინიკის ხელმძღვანელის, დავით სარიშვილის ინფორმაციით, ვირუსს 45 წლამდე ქალი, 72 და 76 წლის კაცები ემსხვერპლნენ. პაციენტებს ფილტვების დაზიანება აღენიშნებოდათ. ისინი თერჯოლის, ზესტაფონისა და სამეგრელოს მკვიდრები იყვნენ.

კლინიკაში მკურნალობას 120-ზე მეტი პაციენტი აგრძელებს. 18 მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში, 7 კი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *