ქუთაისში კოვიდ 19-ით ბავშთა უროლოგი, გენადი ესაკია

გარდაიცვალა. ის მძიმე მდგომარეობაში ქუთაისის რეფერალურ კლინიკურ საავადმყოფოში 25 ნოემბერს შეიყვანეს. 77 წლის პაციენტს თანმდევი დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი და მოციმციმე არითმია ჰქონდა. ასევე გადატანილი ჰქონდა ინსულტი.

გენადი ესაკიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო ათი დღის განმავლობაში დამძიმდა. აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა და ორმხრივი პნევმონია, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

გენადი ესაკია ბავშთა უროლოგი იყო. ის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრსა და მესამე პოლიკლინიკაში მუშაობდა. კოვიდით დაავადების წყარო უცნობია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *