17 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის

განმავლობაში იმერეთში კორონავირუსის 489 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კოვიდ 19-ის დღევანდელ სტატისტიკაში იმერეთი მეორე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები კვლავ თბილისში ფიქსირდება. 

მთავრობის ინფორმაციით, იმერეთის საავადმყოფოებში 1 379 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 246 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 62 პაციენტი იმყოფება. კოვიდსასტუმროებში 135 პირი იმყოფება. საკარანტინე სივრცეშია 7 მოქალაქე. თვითიზოლაციაშია 6 268 პირი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ვირუსის 2 981 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 2 001 პირი. დაფიქსირდა ვირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *