იმერეთში კორონავირუსის 111 ახალი შემთხვევა

დადასტურდა. 21 დეკემბრის მონაცემებით, კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მეორე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები კვლავ თბილისში ფიქსირდება.

იმერეთის საავადმყოფოებში 1 347 ადამიანი მკურნალობს. მძიმეა 236 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 63 პაციენტი. კლინიკურ-სასტუმროებში 123 პირია მოთავსებული. საკარანტინე სივრცეშია 7 პაციენტი. თვითიზოლაციაშია 6 088 მოქალაქე. 

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 824 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 227 პირი. გარდაიცვალა 46 პაციენტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *