იმერეთში კორონავირუსის 497 ახალი შემთხვევა დადასტურდა
11:21 / 22.12.2020
იმერეთში კორონავირუსის 497 ახალი შემთხვევა
დადასტურდა. 22 დეკემბრის კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მეორე ადგილზეა.
ვირუსის ახალი შემთხვევების უმეტესობა კვლავ თბილისში ფიქსირდება.
იმერეთის საავადმყოფოებში 1 293 პაციენტი მკურნალობს.
მძიმეა 242 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის
აპარატზეა 62 პაციენტი. კლინიკურ სასტუმროებში
მოთავსებულია 110 პაციენტი. საკარანტინე სივრცეში იმყოფება
6 მოქალაქე. თვითიზოლაციაშია 5 570 ადამიანი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ვირუსით
ინფიცირების 3 064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 3 740
პირი. გარდაიცვალა 42 პაციენტი.
მასალის გამოყენების პირობები