იმერეთში კორონავირუსის 497 ახალი შემთხვევა

დადასტურდა. 22 დეკემბრის კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მეორე ადგილზეა. ვირუსის ახალი შემთხვევების უმეტესობა კვლავ თბილისში ფიქსირდება.

იმერეთის საავადმყოფოებში 1 293 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 242 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 62 პაციენტი. კლინიკურ სასტუმროებში მოთავსებულია 110 პაციენტი. საკარანტინე სივრცეში იმყოფება 6 მოქალაქე. თვითიზოლაციაშია 5 570 ადამიანი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 3 064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 3 740 პირი. გარდაიცვალა 42 პაციენტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *