ქუთაისის ინფექციურმა საავადმყოფომ

საწოლების რაოდენობა გაზარდა. კლინიკაში 25 თერაპიული საწოლი დაემატა. ამ დროისათვის საავადმყოფო 105 საწოლზეა გათვლილი.

ბოლო მონაცემებით, ინფექციურ საავადმყოფოში 75 პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელდა 3.

დღეს იმერეთში კორონავირუსის 279 ახალი შემთხვევა დადასტურდა. იმერეთის საავადმყოფოებში 1 257 პაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 1 972 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 2 737 პირი. გარდაიცვალა 43 პაციენტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *