იმერეთში კორონავირუსის 55 ახალი შემთხვევა დადასტურდა
11:19 / 28.12.2020
იმერეთში კორონავირუსის 55 ახალი შემთხვევა
დადასტურდა. 28 დეკემბრის კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მესამე ადგილზეა.
ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისსა და აჭარაში დაფიქსირდა.
იმერეთის საავადმყოფოებში 1 092 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 216
მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის
აპარატზეა 57 პირი. იმერეთის კლინიკურ სასტუმროებში 94
პაციენტია მოთავსებული. საკარანტინე სივრცეშია 13
მოქალაქე. თვითიზოლაციაშია 4 326 პირი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსით ინფიცირების 538 ახალი
შემთხვევა დადასტურდა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 766 პირი.
გარდაიცვალა 41 პაციენტი.
მასალის გამოყენების პირობები