იმერეთში კორონავირუსის 301 ახალი შემთხვევა

დადასტურდა. 30 დეკემბრის კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მეორე ადგილზეა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში გამოვლინდა. 

იმერეთის საავადმყოფოებში 1 055 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 209 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 52 პირი. კლინიკურ-სასტუმროებში 85 პირია. იმერეთის საკარანტინე სივრცეებში 13 მოქალაქეა. იმერეთში თვითიზოლაციაში 3 660 ადამიანია.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 1 738 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 1 494 პირი. ვირუსით 38 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *